Motorcraft

Motorcraft

Motorcraft-ის ავტონაწილები: თუ ოდესმე შეგიძენიათ  Ford-ის OEM ნაწილი, ალბათ გინახავთ “Ford Genuine Parts”-ის და “Motorcraft”-ის ბრენდირება ავტონაწილის შეფუთვაზე. ტექნიკურად, ამ ორს შორის განსხვავება არ არის, მაშინაც კი, თუ აჩღმოაჩენთ ერთსა და იმავე ნაწილს სხვადასხვა ეტიკეტებით. თუმცა,  განსხვავებები არსებობს და შეიძლება გაგიკვირდეთ. მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ მათი განსხვავებები.

Motorcraft-ის შესახებ

Motorcraft ორიგინალი ავტონაწილები. Motorcraft ფორდის ნაწილები, Ford fusion ნაწილები , Motorcraft-ის ავტონაწილები , ფორდ ფიუჟენის ნაწილები, ფორდის ნაწილები თბილისში

Motorcraft აწარმოებს სხვადასხვა ავტონაწილებს რამდენიმე სხვადასხვა ავტომწარმოებელი კომპანიისთვის, მათ შორის Ford-ისთვის. ასე რომ, Motorcraft არის Ford-ის ნაწილების მწარმოებელი ოფიციალური ბრენდი. 

Ford-ი ფლობს ბრენდს Motorcraft-ს, თუმცა, Motorcraft-ს აქვს თავისუფლება, აწარმოოს ავტონაწილები ნებისმიერი სხვა ავტომწარმებელი კომპანიისთვის, მაგ: როგორიცაა Mazda. როგორც Ford-ის შვილობილი კომპანია, ისინი იყენებენ იგივე წარმოების პროცესს, მასალებს და ხარისხის სტანდარტებს, როგორც ნებისმიერი OEM (ორიგინალი აღჭურვილობის მწარმოებელი) ნაწილების კომპანია.

რა არის OEM ნაწილები?

OEM (ორიგინალი აღჭურვილობის მწარმოებელი) ნაწილების მწარმოებლები იცავენ მკაცრ მოთხოვნებს მთელი პროცესის განმავლობაში. ავტომწარმოებელი, ამ შემთხვევაში Ford, აკონკრეტებს OEM ავტონაწილის წარმოებისთვის  რა მასალების გამოყენება შეიძლება, როგორ ხდება ნაწილების დამზადება, ზუსტი ზომები და საჭირო ფუნქციონირებასაც კი. შედეგად, OEM ნაწილები მუშაობს მკაცრად დანიშნულებისამებრ და გამოირჩევა ექსპლუატაციის ხანგრძლივი დროით.